Accessibility links

ისრაელი აცხადებს, რომ აღკვეთა „ტერორისტების“ მხრიდან სასაზღვრო იერიშის მცდელობა


ისრაელი ჯარისკაცების ლიბან-ისრაელის საზღვარზე

ისრაელი აცხადებს, რომ საარტილერიო ცეცხლით მოიგერია „ტერორისტების“ მცდელობა, გადაელახათ ლიბანთან მიმდებარე საზღვარი და შეჭრილიყვენენ ისრაელის ტერიტორიაზე.

ისრაელის სამხედრო უწყების ცნობით, ეს იყო სამ-ხუთკაციანი შეიარაღებული ჯგუფი, რომელიც ცდილობდა გადასულიყო მონტ დოვის მთიან რაიონში, ისრაელის მიერ ოკუპირებული გოლანის სიმაღლეების არეალში.

პრევენციული ცეცხლის შედეგად, შეიარაღებული ჯგუფი უკან გაიქცა.

ამ არელში ვითარება დაიძაბვა მას შემდეგ, რაც ლიბანური დაჯგუფება „ჰესბოლას“ ერთ-ერთი ექსტრემისტი მოკლეს ისრაელის სავარაუდო საავიაციო იერიშის შედეგად სირიაში.

„ჰესბოლამ“ გაავრცელა განცხადება, რომ მას კავშირი არ აქვს სასაზღვრო შეტაკებასთან.

ირანის მიერ მხარდაჭერილი „ჰეზბოლას“ დაჯგუფება უპირატესად ლიბანის სამხრეთში მოქმედებს და სხვა პოლიტიკურ მოკავშირეებთან ერთად, ქვეყნის ხელისუფლების საყრდენ ძალას წარმოადგენს.

აღნიშნული დაჯგუფება სამოქალაქო ომში ჩაფლულ სირიაში მხარს უჭერს პრეზიდენტ, ბაშარ ალ ასადის ლოიალურ სამხედრო დანაყოფებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG