Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოსოვო „APPLE”-ს მოუწოდებს, შეცვალოს კომპანიის მიერ გამოქვეყნებული რუკის არაკორექტული ვერსია


AppleMap Service-ზე გამოქვეყნებული კოსოვოს რუკის არაკორექტული ვერსია
AppleMap Service-ზე გამოქვეყნებული კოსოვოს რუკის არაკორექტული ვერსია

კოსოვოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მელიზა ჰარადინაიმ, განაცხადა, რომ ოფიციალური წერილი გაუგზავნა ამერიკული გიგანტური ტექნოლოგიური კომპანია „Apple“-ს აღმასრულებელ დირექტორ, ტიმ კუკს, AppleMap Service-ზე გამოქვეყნებული კოსოვოს რუკის არაკორექტული ვერსიის გამო.

თავის წერილში, კოსოვოს საგარეო საქმეთა მინისტრი მოუწოდებს Apple“-ს ხელმძღვანელობას, მიიღოს „სასწრაფო ზომები“, რათა რუკებზე კოსოვო წარმოჩინდეს „საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“.


აღნიშნულ რუკებზე კოსოვო სერბეთის ნაწილად არის წარმოდგენილი, რაც, კოსოვოს ხელისუფლების თქმით, „პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის პოლიტიკურ და სამართლებრივ რეალიებთან“.

Apple-ს ჯერჯერობით არ მოუხდენია რეაგირება კოსოვოს საგარეო საქმეთა მინისტრის თხოვნაზე.

კოსოვო სერბეთს გამოეყო 1998-99 წლების ომის შემდეგ, რომელიც ნატოს 78-დღიანი საავიაციო იერიშების შედეგად დასრულდა.

2008 წლის რეფერენდუმის შედეგად, უპირატესად ალბანელებით დასახლებულმა კოსოვომ გამოაცხადა დამოუკიდებლობა, რომელიც 100-ზე მეტმა ქვეყანამ აღიარა, მაგრამ არა რუსეთის მოკავშირე სერბეთმა და ასევე ევროკავშირის ხუთმა ქვეყანამ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG