Accessibility links

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 8 ადამიანს დაუდასტურდა


გასული 24 საათის განმავლობაში, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურდა კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა. ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 1145-მდე გაიზარდა.

სამთავრობო საიტ stopcov.ge-ზე 28 ივლისს, დილით განახლებული მონაცემებით, კორონავირუსისგან განიკურნა კიდევ 5 პაციენტი. სულ გამოჯანმრთელებულია 927.

საქართველოში COVID-19-ით გარდაცვლილია 16 ადამიანი.

28 ივლისის დილის მონაცემებით, კარანტინის რეჟიმშია 6459 და სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 353.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. მათგან 38 ავღანეთში ნატოს სამშვიდობო მისიაში მონაწილე სამხედროა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG