Accessibility links

კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევიდან 4 შემოტანილია


საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 8 ახალი პაციენტიდან ერთის ინფიცირების წყარო ლილოს ბაზრობაა, ერთის გარდაბნის მუნიციპალიტეტის გაჩიანის დასახლება და კიდევ ერთი მანამდე ინფიცირებულთან კონტაქტით დაავადდა. ამის შესახებ მედიას აცნობა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ. მისი ინფორმაციით, 4 შემთხვევა იმპორტირებულია და მათგან 2 ინფიცირებული სატვირთო ავტომანქანის მძღოლია. 8 ახალ პაციენტს შორის ერთი სამედიცინო პერსონალის წარმომადგენელია.

დღეს დილით კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევის დადასტურების შემდეგ, ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 1145-მდე გაიზარდა. მათგან უკვე გამოჯანმრთელებულია 927. საქართველოში COVID-19-ით გარდაცვლილია 16 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG