Accessibility links

ვენაში იწყება რუსეთ-აშშ-ის სამდღიანი მოლაპარაკება ბირთვული იარაღის თაობაზე


რუსული ბალისტიკური რაკეტა

28 ივლისს ვენაში დაიწყება სამდღიანი მოლაპარაკებები აშშ-ისა და რუსეთის ოფიციალურ წარმომადგენლებს შორის ბირთვული იარაღის კონტროლის საკითხებზე, რომლის პირველი რაუნდი გასულ თვეში გაიმართა.

მხარეები განიხილავენ ჯერ კიდევ მოქმედი, New START-ის სახელით ცნობილ ხელშეკრულებას, რომელსაც ვადა გაისად, თებერვალში გასდის.

შეთანხმება ადგენს შორი რადიუსის მოქმედების ბირთვული ქობინების იმ ზღვრულ ოდენობას, რაც დასაშვებია ჰქონდეს ორ უდიდეს ბირთვულ სახელმწიფოს, თითოეულისთვის 1500 ქობინამდე.

პირველი რაუნდის მოლაპარაკების შემდეგ, რომელიც ვენაში გაიმართა 22-23 ივნისს, აშშ-ის წარმომადგენელმა, მარშალ ბილინგსლიმ და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა, განაცხადეს, რომ მიაღწიეს პროგრესს, რაც ითვალისწინებს რამდენიმე ტექნიკური სამუშაო ჯგუფის შექმნას მომდევნო შეხვედრების დღის წესრიგის მოსამზადებლად.

ორმხრივი მოლაპარაკების მთავარი თემაა ბირთვული შეთანხმების განახლება, ან მისი ჩანაცვლება.

მოლაპარაკების მეორე რაუნდის წინ, ბირთვული იარაღის შესახებ ტელეფონით ისაუბრეს აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებმა.

დონალდ ტრამპს სურს, რომ ამ ხელშეკრულებაში ჩინეთიც მონაწილეობდეს. ჩინეთმა არაერთხელ უარყო სამმხრივი მოლაპარაკება ბირთვული იარაღის შესახებ, რადგან პეკინი თვლის, რომ მას ბევრად მცირე არსენალი აქვს, ვიდრე აშშ-სა და რუსეთს.

თეთრი სახლის განცხადებით, „ტრამპმა იმედი გამოთქვა, რომ თავიდან იქნება აცილებული ძვირად ღირებული სამმხრივი გამალებული შეიარაღება ჩინეთს, რუსეთსა და აშშ-ს შორის“ და დასძინა, რომ „მოუთმენლად ელის" იარაღის კონტროლის გარშემო ვენაში მომავალ მოლაპარაკებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG