Accessibility links

NDI: გამოკითხულთა 17% კორონავირუსის კარგ შედეგს გენეტიკისა და რელიგიის დამსახურებად მიიჩნევს


გამოკითხული თითქმის ყოველი მეხუთე ადამიანი, 17 პროცენტი მიიჩნევს, რომ საქართველოში კორონავირუსის გავრცელებისა და სიკვდილიანობის შედარებით დაბალი მაჩვენებელი გენეტიკისა და რელიგიის დამსახურებაა. ეს აჩვენა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევამ, რომელიც კორონავირუსსა და დეზინფორმაციაზე საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებს ასახავს.

ეპიდსიტუაციის კარგ შედეგს გამოკითხულთა 73 პროცენტი ექიმებსა და ხელისუფლებას უკავშირებს.

"ეს იყო მთავრობისა და ექიმების სინქრონში მუშაობა, ექიმების მიერ სწორად შერჩეული პროტოკოლი და მკურნალობა და შეზღუდვები. მთავრობამ იმუშავა, ყველა აღიარებს ამას - უმაღლეს დონეზე", - ვკითხულობთ კვლევაში მოყვანილ ციტატას, რომელიც ფოკუსჯგუფში მონაწილე ზუგდიდში დასაქმებულმა 55 წლის კაცმა თქვა.

კვლევა 26-30 ივნისის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 1 550 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). კვლევა დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ჩატარდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG