Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

NDI: კორონავირუსის ვაქცინის არსებობის შემთხვევაში 46% არ აიცრებოდა


ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის, NDI-ს კვლევის თანახმად, კორონავირუსის ვაქცინა რომ არსებობდეს, აიცრებოდა საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ 38%, 46% - არა, 15-მა პროცენტმა კი არ იცის.

ფოკუსჯგუფებში დასმულ დამაზუსტებელ კითხვაზე, თუ რატომ არიან ვაქცინის წინააღმდეგი, შემდეგნაირი პასუხები გაიცა:

  • “ყველაფერი დამოკიდებულია ვაქცინის ხარისხზე, მის წარმომავლობაზე”;
  • “ თუ პანდემია შენელდება, მაშინ ვაქცინის საჭიროება აღარ იქნება“;
  • “აცრა სავალდებულო თუ არ იქნება, ხალხი თავს შეიკავებს“;
  • “მოვიცდი და დავაკვირდები. ისეთი ვაქცინით აცრის მეშინია, რომელიც ახალია და დიდი ხანი არ არსებობს“.

NDI-ის საზოგადოებრივი აზრის კვლევა 26-30 ივნისის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 1 550 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). კვლევა დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ჩატარდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG