Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირგიზეთში 30 ივლისი გამოცხადდა კორონავირუსით გარდაცვლილთა გლოვის დღედ


ყირგიზეთის პრეზიდენტი დაავადებულ პაციენტებს ხვდება
ყირგიზეთის პრეზიდენტი დაავადებულ პაციენტებს ხვდება

ყირგიზეთის პრეზიდენტმა, სოორონბაი ჟეენბეკოვმა, 27 ივლისს გამოსცა განკარგულება, რომლითაც 30 ივლისი გამოცხადდა კორონავირუსით გარდაცვლილთა გლოვის დღედ.

ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 28 ივლისს ყირგიზეთში COVID-19-ით დაინფიცირებული კიდევ 28 პაციენტი გარდაიცვალა. მთლიანად პანდემიის განმავლობაში დაავადებამ იმსხვერპლა 1329 ადამიანი.

„ეს ძალიან დიდი დანაკარგია ყირგიზი ხალხისათვის. გლოვის დღეს დახრილი იქნება დროშები მთელ ქვეყანაში, ასევე საზღვარგარეთ მდებარე დიპლომატიური და საკონსულო წარმომადგენლობების შენობების თავზე“, - განაცხადა ყირგიზეთის პრეზიდენტმა.

გლოვის დღეს ყირგიზეთში აიკრძალება გასართობი და კულტურული ღონისძიებები, შესაბამისი პროგრამების ტელევიზიით ტრანსლირება.

მას შემდეგ, რაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 11 მარტიდან გამოაცხადა კორონავირუსის პანდემიის შესახებ, ყირგიზეთში ინფიცირებულთა რაოდენობა 33 296-ს აღწევს. აქედან განიკურნა 1091 პაციენტი.

დაინფიცირებულთა შორის არის 2683 მედიკოსი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG