Accessibility links

ირანი მასშტაბურ მანევრებს მართავს სპარსეთის ყურესა და ჰორმუზის სრუტეში


ამერიკული ავიამზიდის მაკეტი ჰორმუზის სრუტეში

ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსი (IRGC) აცხადებს, რომ დაიწყო დასკვნითი ეტაპი ფართომასშტაბიანი მანევრებისა, რომელიც სპარსეთის ყურესა და ჰორმუზის სრუტეში ერთბაშად მიმდინარეობს.

წვრთნაში, რომლის სახელწოდებაცაა „უდიდესი წინასწარმეტყველი“ (Payambar-e Azam 14), IRCG-ის სამხედრო-საზღვაო და სამხედრო-საჰაერო ძალების გარდა მონაწილეობენ ასევე სახმელეთო ძალები, შესაბამისი შეიარაღებითა და ტექნიკით.

ერთი დღით ადრე, ამერიკულმა ტექნოლოგიურმა კომპანიამ (Maxar Technologies) გაავრცელა თანამგზავრით გადაღებული ფოტო, რომელზეც ჩანს, რომ ირანელ სამხედროებს ჰორმუზის სრუტეში შეყვანილი ჰყავთ ამერიკული ავიამზიდის ასლი.

თეირანი, რომელიც გადაჭრით ეწინააღმდეგება ამერიკული და დასავლური სამხედრო გემების ყოფნას სპარსეთის ყურეში, ხშირად მართავს მსგავს სამხედრო თამაშებს სტრატეგიულ ყურესა და სრუტეში, რომლის გავლითაც გაედინება ზღვებით გადაზიდული ნედლი ნავთობისა და სხვა საწვავის 30%.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG