Accessibility links

site logo site logo

ირანში ავტოსადგომზე გაჩენილმა ცეცხლმა მოსახლეობაში პანიკა გამოიწვია


ირანის ქალაქ ქერმანშაჰში საწვავის რამდენიმე ცისტერნას წაეკიდა ცეცხლი სატვირთო მანქანების სადგომზე, რამაც მოსახლეობაში პანიკა გამოიწვია.

ოფიციალურ საინფორმაციო სააგენტო IRNA-ს მოჰყავს გუბერნატორ ფაზლოლა რაჯბარის სიტყვები, რომ ცეცხლი სამშაბათს გაუჩნდა შეკეთებისას მძიმე სატვირთო მანქანას და შემდეგ შვიდ დანარჩენსაც მოედო. მაგრამ, გუბერნატორმა გამორიცხა აფეთქება.

„დღეს ქალაქში არსად არ მომხდარა აფეთქება და შავი კვამლი, რომელსაც მოსახლეობა ხედავს ქალაქ ქერმანშაჰის ცაზე, ამ სატვირთო მანქანების პარკში გაჩენილ ცეცხლს უკავშირდება,“ თქვა რანჯბარმა.

მისი თქმით, მეხანძრეებმა ცეცხლი ჩააქრეს და მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები. როგორც სასწრაფო დახმარების თანამშრომელმა უთხრა ფრანს პრესს, დაშავდა ხუთი ადამიანი, მათ შორის - ოთხი მეხანძრე.

უკანასკნელ კვირებში ირანში მთელ რიგ სამხედრო და სამოქალაქო ობიექტებზე მოხდა ხანძარი და აფეთქებები, რის მიზეზიც დაუდგენელია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG