Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კახეთიდან გაუჩინარებული 11 წლის მოზარდი იპოვეს, 14 წლისას ისევ ეძებენ


კახეთიდან გაუჩინარებული 11 წლის მოზარდი პოლიციამ თბილისში იპოვა. ინფორმაცია რადიო თავისუფლებას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურიდან მიაწოდეს.

11 წლის მოზარდის დედამ "TV პირველს" განუცხადა, რომ ბავშვს რაიმე დაზიანება არ აქვს მიყენებული და ის ახლა უკვე სახლშია. ქალი ჰყვება, რომ სახლში დაბრუნებულმა ბავშვმა არ იცის, სად არის მასთან ერთად გაუჩინარებული 14 წლის მოზარდი, რომელთან ერთადაც კახეთიდან თბილისში წავიდა.

ბოლო დღეებში საქართველოში რამდენიმე მოზარდი დაიკარგა. პოლიცია და მაშველები ამ დრომდე ეძებენ მესტიიდან 19 ივლისს დაკარგულ 13 წლის ბიჭსაც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG