Accessibility links

ალექსანდრ ლუკაშენკას თქმით, მან COVID-19 გადაიტანა


ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკამ განაცხადა, რომ კორონავირუსით იყო ინფიცირებული. მისი თქმით, მან დაავადება ფეხზე გადაიტანა. ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ იტყობინება.

„ყველაზე უცნაური ისაა, რომ დღეს ვხვდებით ადამიანს, რომელმაც მოახერხა კორონავირუსის ფეხზე გადატანა. გუშინ ასეთი დასკვნა გამოიტანეს ექიმებმა. სიმპტომების გარეშე“, განაცხადა ლუკაშენკამ სამშაბათს.

მისი თქმით, ბელარუსის მოსახლეობის 97%-ს უსიმპტომოდ აქვს COVID-19.

პანდემიის საწყის ეტაპზე ბელარუსის პრეზიდენტი უარყოფდა კორონავირუსის გავრცელებას და აკრიტიკებდა ეპიდემიის წინააღმდეგ საბრძოლველად მოქალაქეების იზოლაციას.

ბელარუსი ევროპის ერთ-ერთ იმ მცირერიცხოვან ქვეყანათა შორის იყო, სადაც არ შემოღებულა საკარანტინო ზომები და მასობრივი ღონისძიებებიც კი არ შეწყვეტილა.

უკანასკნელი მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან ბელარუსში კორონავირუსით ინფიცირების 67 ათასი დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი. გამოჯანმრთელდა 60 ათასზე მეტი, გარდაიცვალა 543 პაციენტი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG