Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლიციამ იპოვა დედოფლისწყაროდან დაკარგული, მეორე, 14 წლის მოზარდი


შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა დედოფლისწყაროდან დაკარგული 14 წლის მოზარდიც თბილისში იპოვეს. რამდენიმე საათით ადრე კი პოლიციამ იპოვა 14 წლის მოზარდთან ერთად გაუჩინარებული 11 წლის ბავშვი.

გავრცელებული ინფორმაციით, ორი არასრულწლოვანი სახლიდან 27 ივლისს გავიდა. როგორც ცნობილია, ისინი თბილისში გეგმავდნენ წასვლას და ამიტომ მათი სამძებრო სამუშაოები კახეთის გარდა, თბილისში მიმდინარეობდა.

ბავშვების დაკარგვის შემდეგ შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG