Accessibility links

სერგეი შამბა აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივნად დანიშნეს


აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივნად სერგეი შამბა დანიშნა.

69 წლის შამბას 1997-2011 წლებში ეკავა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის და პრემიერ-მინისტრის თანამდებობები. 2004 და 2011 წლებში კანდიდატად მონაწილეობდა ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში. 2014 წელს გახდა დე ფაქტო პარლამენტის დეპუტატი. 2016 წლიდან სათავეში ჩაუდგა პარტია „ერთიან აფხაზეთს“.

2020 წლის აპრილის შემდეგ, როცა ასლან ბჟანია „პრეზიდენტის“ მოვალეობის შესრულებას შეუდგა, მის მთავრობაში ვაკანტური იყო მხოლოდ ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობა. ამ მოვალეობას ასრულებდა ბესლან კვიცინია, რომელიც დაახლოებით ერთი კვირის წინ დანიშნეს სახელმწიფო აგარაკების სამმართველოს უფროსად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG