Accessibility links

გიორგი რურუას სასამართლო პროცესი დასკვნით ეტაპზე გადადის


თბილისის საქალაქო სასამართლოში განახლდება იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებაში ბრალდებული გიორგი რურუას საქმის განხილვა.

დღევანდელ სხდომაზე, რომელიც 13 საათზეა დანიშნული დაცვის მხარე დასკვნით სიტყვას წარმოადგენს. ადვოკატების პოზიციაა, რომ რურუას იარაღი პოლიციამ ჩაუდო, საქმე გაყალბებულია და არანაირ მტკიცებულებებს არ ეფუძნება.

„მთავარი არხის“ წილის მფლობელი გიორგი რურუა 2019 წლის ნოემბერში დააკავეს. მას ოპოზიციური პარტიები პოლიტპატიმრად მიიჩნევენ და აცხადებენ, რომ რურუას გათავისუფლება იყო საარჩევნო საკითხებზე „ქართულ ოცნებასთან“ 8 მარტს მიღწეული შეთანხმების ნაწილი. ამას უარყოფენ მმართველ პარტიაში, ისევე, როგორც გიორგი რურუას პოლიტპატიმრობას.

ბოლო თვეებში საქართველოს ხელისუფლებას რურუას გათავისუფლებისკენ მოუწოდა აშშ-ის კონგრესის და ევროპარლამენტის არაერთმა წარმომადგენელმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG