Accessibility links

საქართველოში კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევაა


გასული 24 საათის განმავლობაში, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურდა კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა. ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 1155-მდე გაიზარდა.

სამთავრობო საიტ stopcov.ge-ზე 29 ივლისს, დილით განახლებული მონაცემებით, კორონავირუსისგან განიკურნა კიდევ 2 პაციენტი. სულ გამოჯანმრთელებულია 929.

საქართველოში COVID-19-ით გარდაცვლილია 16 ადამიანი.

29 ივლისის დილის მონაცემებით, კარანტინის რეჟიმშია 6489 და სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 337.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. მათგან 38 ავღანეთში ნატოს სამშვიდობო მისიაში მონაწილე სამხედროა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG