Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტიქიის გამო მთავრობამ რაჭაში გაგზავნა სპეციალური ჯგუფი


საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას დავალებით, რაჭაში სტიქიის მასშტაბის შესაფასებლად და ზომების მისაღებად სპეციალური ჯგუფი გაემგზავრა.

გადაუღებელი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარე რიონმა ზემო რაჭაში დაანგრია გზები, ხიდები და ელექტროგადამცემი ხაზები. გარე სამყაროს მოწყდა ათზე მეტი სოფელი.

მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, სტიქიის ზონაში გაემგზავრნენ პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონული განვითარების საკითხებში სოზარ სუბარი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეები ირაკლი ქარსელაძე და ილია ბეგიაშვილი, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი გიგა მანდარია, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი თემურ მღებრიშვილი და ონის მაჟორიტარ დეპუტატი გოჩა ენუქიძე

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG