Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კახა კალაძე: ვიღებთ კომპლიმენტებს ქალბატონებისგან, ვინც ქუსლიანი ფეხსაცმლით გადაადგილდება


თბილისის მერი კახი კალაძე ამბობს, რომ განახლებული ჭავჭავაძის გამზირი რეაბილიტაციის ფარგლებში მთლიანად მორგებულია საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და ქვეითად მოსიარულეებზე. ამ უკანასკნელების, ქვეითად მოსიარულეებისთვის შექმნილი კომფორტული გარემოს აღსანიშნავად მერმა განაცხადა, რომ მთლიანად გამზირი ბუნებრივი ქვითაა მოპირკეთებული და მასზე გადაადგილება ძალიან სასიამოვნოა:

„ძალიან ხშირად ვიღებთ კომპლიმენტებს განსაკუთრებით ქალბატონებისგან, ვინც ქუსლიანი ფეხსაცმლით გადაადგილდება, რაც ნამდვილად სასიამოვნოა“, - განაცხადა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომის დაწყების წინ.

თბილისის, ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაცია 1 წელზე მეტი ხანია გრძელდება. ამ პროექტის ფარგლებში შეიცვალა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის სქემაც. ისინი გზის შუა ნაწილში მოძრაობის საპირისპირო მიმართულებით იმოძრავებენ. გაჩერების ჯიხურებიც გზის შუა ნაწილშია დამონტაჟებული და მოქალაქეებმა იქ მოსახვედრად გზის სავალი ნაწილი უნდა გადაკვეთონ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG