Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტიქიამ რაჭის სოფლებში ჩაკეტა ასეულობით ადამიანი


რაჭაში გარე სამყაროს მოწყვეტილია 12 სოფელი და 2000-ზე მეტი ადამიანი. ამის შესახებ მედიას აცნობა სახელმწიფო რწმუნებულმა რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში, არჩილ ჯაფარიძემ.

წუხანდელი გადაუღებელი წვიმით ადიდებულმა მდინარე რიონმა მნიშვნელოვნად დააზიანა ცენტრალური ავტომაგისტრალი. რწმუნებულის ინფორმაციით, მაგისტრალი სამ ადგილზეა ჩაწყვეტილი - ონიდან შოვის მიმართულებით, სოფელ უწერისკენ და სოფელ ღების და ონის გამყოფი გზები. დანგრეულია 10 ხიდი.

ჯაფარიძის თქმით, დაწყებულია შემოვლითი გზების აღდგენა, მაგრამ მონაკვეთების სირთულის გამო, სამუშაოების დასრულების ვადის დაკონკრეტება რთულია. სახელმწიფო რწმუნებული ამბობს, რომ უზრუნველყოფენ ჩაკეტილი სოფლებიდან მათ გამოყვანას, ვისაც ეს აუცილებლად სჭირდება. ელქტროგადამცემი ხაზების დაზიანების გამო, ამ სოფლებს არც ელექტროენერგია მიეწოდება.

სახელმწიფო რწმუნებულის თქმით, სტიქიით გამოწვეული ზიანი საკმაოდ დიდია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG