Accessibility links

თბილისში, მეტეხის ხიდთან, მტკვარში მაშველებმა გვამი იპოვეს


თბილისში, მეტეხის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე მაშველებმა მდინარე მტკვარში კაცის გვამი იპოვეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში რადიო თავისუფლებას განუცხადეს, სამაშველო საქმიანობაში პოლიციაც იყო ჩართული.

უწყებაში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე პირის იდენტიფიცირების სამუშაოები მიმდინარეობს.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG