Accessibility links

შსს-მ არასრულწლოვანი გოგოს "მოტაცებისა" და გაუპატიურების ბრალდებით 25 წლის ბიჭი დააკავა


შინაგან საქმეთა სამინისტრომ არასრულწლოვნის "მოტაცებისა" და გაუპატიურების ბრალდებით 1995 წელს დაბადებული ბიჭი დააკავა. მასთან ერთად თავისუფლების აღკვეთის ბრალდებით დაკავებულია კიდევ ორი პირი.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მარნეულის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრებ, 2005 წელს დაბადებულ ფ.ა.-ს, ქორწინების მოტივით, წინასწარი შეთანხმებით თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს და მათი ახლობლის სახლში მიიყვანეს, სადაც ა.ო.-მ არასრულწლოვანი გოგონა გააუპატიურა", - აღნიშნავენ შსს-ში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის "ა" და "დ" ქვეპუნქტებითა და 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს. ამ მუხლებით წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნისთვის თავისუფლების აღკვეთისა და წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გაუპატიურებისთვის 7-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ან უვადო პატიმრობაა გათვალისწინებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG