Accessibility links

სტიქია რაჭაში - რა არ უნდა გამოგრჩეს 30 ივლისს


სტიქიის ზონად ქცეული რაჭა

სტიქიამ რაჭაში მთელი რიგი პრობლემები გამოიწვია. დაზიანებულია 10 ხიდი, 8 ადგილას ჩანგრეულია ცენტრალური გზის სავალი ნაწილი, ასევე - რამდენიმე მონაკვეთი ონიდან შოვის მიმართულებით და გზები სოფლებში.

სტიქია რაჭაში მდინარე რიონის ადიდებამ გამოიწვია, რამაცდააზიანი სოფელი ჟიჟორეთის წყლის ძველი და ახალი სათავე ნაგებობიდან გამომავალი ფოლადის მილები. შედეგად კი გარე სამყაროს მოწყდა 12-მდე სოფელი 2000-მდე მოსახლით.

მდინარის ადიდებამ მოსახლეობასაც შეუქმნა საფრთხე. ამიტომ ოპერაციაში ჩაერთვნენ თბილისის განსაკუთრებულ შემთხვევებზე სწრაფი რეაგირების ბაზის მაშველები.

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას დავალებით, რაჭაში სტიქიის გამო გუშინ ჩავიდა პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონული განვითარების საკითხებში სოზარ სუბარი.

სტიქიის შედეგების ლიკვიდაციაზე მუშაობა დაიწყო საგანგებო შტაბმა.

წაიკითხე მეტი.

ამ თემაზე ასევე ნახე:

„ჯართის შემგროვებელი“, რომლის გამოც ფერადი ფარდულის მიმდებარე ტერიტორია დაიწვა, დაკავებულია

19 წლის ფეხბურთელის საქმესთან არაპირდაპირ კავშირში მყოფი ერთი პირი დააკავეს. ეს ის პირია, რომელმაც საქმეში ფიგურანტ საკვანძო ტერიტორიას, მდინარის პირას არსებულ ფერად ფარდულს ცეცხლი წაუკიდა. დაკავებული 1980 წელს დაბადებული ლ.ყ-ა.

მას გამოძიება გაუფრთხილებლობით ნივთის დაზიანებასა და განადგურებას ედავება. ლ.ყ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული. ის წარსულში უკვე იყო ნასამართლევი.

როგორც რადიო თავისუფლებას ეუბნებიან გენერალურ პროკურატურაში, მისი დაკავება, ამ ეტაპზე, არ უკავშირდება გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეს და გამოძიება ცალკე, მუხლით მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ ფერად ფარდულში შაქარაშვილის საქმის მთავარი მოწმე, გურამ ამირხანაშვილი იმალებოდა. გამოძიება ამ ნაგებობით პირველად 7 ივლისს დაინტერესდა. თუმცა, ხანძარი იქ 4 ივლისს, დილის საათებში გაჩნდა.

წაიკითხე მეტი.

თამარ ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიება გადაეცა ცენტრალურ კრიმინალურ დეპარტამენტს

23 წლის გარდაცვლილი პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიება გადაეცა ცენტრალურ კრიმინალურ დეპარტამენტს. როგორც რადიო თავისუფლებას შსს-ს პრესსამსახურში უთხრეს, სამინისტრომ ოჯახის თხოვნა გაითვალისწინა. აქამდე ბაჩალიაშვილის საქმეს ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციის დეპარტამენტი იძიებდა.

თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს დაიკარგა. 22 ივლისს მისი ცხედარი 4-დღიანი ძებნის შემდეგ ნახეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ მაწევანის ტერიტორიაზე, დაუსახლებელ ადგილას, სამანქანო გზიდან რამდენიმე ათეული მეტრის დაშორებით მდგარ ავტომობილში. საქმის გამოძიება თავდაპირველად თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის კვალიფიკაციით მიმდინარეობდა, ცხედრის პოვნიდან მეორე დღეს, 24 ივლისს დაემატა თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლიც.

დღეს გიორგი რურუას საქმეზე განაჩენს გამოაცხადებენ

დღეს მთავარი არხის წილის მფლობელის გიორგი რურუას საქმეზე განაჩენი გამოცხადდება. საქალაქო სასამართლოში პროცესი 11 საათზეა ჩანიშნული.

გუშინ სასამართლოზე სიტყვით გამოვიდა თავად გიორგი რურუაც. „ვინც ოლიგარქის წინააღმდეგ გამოვდივართ, ვართ პოლიტიკური დევნის მაგალითები. ჩემ წინააღმდეგ გააყალბეს მტკიცებულებები“, - თქვა რურუამ. როგორც ის ამბობს, „ოლიგარქიული ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირებიდან" მისი წინასწარ გამოცხადება დამნაშავედ, არღვევს საქართველოს კონსტიტუციას და ეწინააღმდეგება მას.

გიორგი რურუას ბრალი ედება იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებაში. ბრალდებული სასამართლო პროცესს ცინიკურ ფარსად აფასებს და ამბობს, რომ მას არ ჰქონდა სასამართლოზე მტკიცებულებების წარდგენის უფლება, რაც მის უდანაშაულობას დაამტკიცებდა.

წაიკითხე მეტი.

„ჰქონდეს და უყუროს“ - სტალინის ძეგლი ზესტაფონში

სოციალური ქსელით სტალინის ძეგლის ფოტოები ვრცელდება. ძეგლი ზესტაფონში, სამშენებლო საწარმო გაერთიანება „იმერეთის” ეზოში, დგას.

სტალინის ძეგლი, დაახლოებით, ხუთი მეტრი სიმაღლისაა, კვარცხლბეკზე კი ქართულად და რუსულად სხვადასხვა მოღვაწეების ამონარიდებია დატანილი.

„იმერეთის“ ხელმძღვანელი, რუბენ ჩინჩალაძე, ამბობს, რომ ძეგლი საწარმოს ტერიტორიაზე 30 წლის განმავლობაში იდგა და რამდენიმე თვის წინ განაახლეს. ის რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ სტალინის სეფასებას განსაკუთრებული ინტელექტი სჭირდება.

წაიკითხე მეტი.

მოულოდნელი მესიჯები თბილისს - რა ხდება აფხაზეთში?

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკას, ოთხი თვეა, ახალი ლიდერი ჰყავს. ამ 4 თვის განმავლობაში ასლან ბჟანია და მისი ე.წ. მთავრობის წევრები რამდენჯერმე ჩავიდნენ მოსკოვში, თუმცა ამ სტუმრობას ხელშესახები შედეგი არ მოჰყოლია: მოსკოვი დე ფაქტო რესპუბლიკის ბიუჯეტისათვის განკუთვნილ დოტაციას არასრულად და დიდი დაგვიანებით რიცხავს, რასაც სოხუმში ზეწოლად აღიქვამენ. პარალელურად, ასლან ბჟანია ჩადის გალის რაიონში და იქ მცხოვრებ ეთნიკურ ქართველებს ხვდება, ჰპირდება მათ უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას; პერიოდულად ბჟანია საუბრობს თბილისთან ურთიერთობის დალაგებისა და სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების აღდგენის აუცილებლობაზე. 29 ივლისს ასევე ცნობილი გახდა, რომ ბჟანიას ბრძანებით დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს მდივნად დაინიშნა სერგეი შამბა, რომელიც ასევე თბილისთან დიალოგისა და ნორმალური ურთიერთობის დამყარების საჭიროებაზე ლაპარაკობს.

რატომ „ახრჩობს“ მოსკოვი სოხუმს, სადამდე შეიძლება მივიდეს რუსეთის ზეწოლა, რა თვალით უყურებს სოხუმი მოსკოვს და რა რეაქცია აქვს თბილისს ამ ყველაფერზე - წაიკითხე მეტი ჯიმშერ რეხვიაშვილის სტატიაში.

  • ტელევიზია აჩვენებს, თუ როგორ არბევს "ბრბოს" წვრთნის დროს ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობილი, 3214-ე, სამხედრო ნაწილი. ყოფილი ოფიცრის თქმით, ეს ჯარისკაცები არიან „ზომბები“, რომლებსაც სახელმწიფო მეთაურის ერთგულების ფიცი აქვთ დადებული.
  • თუმცა, მაშინ როდესაც წინასაარჩევნო დაძაბულობა მატულობს, პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს სხვა არაერთი საშუალება მოეპოვება ოპოზიციის აქციებისა და საპროტესტო მსვლელობების აღსაკვეთად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG