Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რაჭის სტიქიის ზონიდან 100-ზე მეტი ადამიანი გამოიყვანეს


ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონიდან სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით გამოიყვანეს 100-ზე მეტი მოქალაქე. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ქალაქ ონში მობილიზებულია სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენი. მათი მეშვეობით გარე სამყაროს მოწყვეტილ სოფლებს საკვებ პროდუქტს და პირველადი მოხმარების საგნებს აწვდიან.

სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისთვის შექმნილი სპეციალური შტაბის ინფორმაციით, ზარალის დათვლასთან ერთად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურის აღდგენა. სპეციალური ტექნიკით მოეწყო რამდენიმე შემოვლითი გზა.

28 ივნისის ღამიდან, ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარე რიონმა ონის მუნიციპალიტეტში დაანგრია ცენტრალური საავტომობილო გზის რამდენიმე მონაკვეთი და 10-ზე მეტი ხიდი და დააზიანა ელექტროენერგიით და წყლით მომარაგების სისტემები. გარე სამყაროს მოწყდა 12 სოფელი და ასეულობით ადამიანი, მათ შორის ზემო რაჭაში მყოფი დამსვენებლები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG