Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევაა


გასული 24 საათის განმავლობაში, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურდა კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა, რაც 17 ივლისის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 1160-მდე გაიზარდა.

სამთავრობო საიტ stopcov.ge-ზე 30 ივლისს, დილით განახლებული მონაცემებით, კორონავირუსისგან განიკურნა კიდევ 6 პაციენტი. სულ გამოჯანმრთელებულია 935.

საქართველოში COVID-19-ით გარდაცვლილია 17 ადამიანი.

30 ივლისის დილის მონაცემებით, კარანტინის რეჟიმშია 6489 და სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 337.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. მათგან 38 ავღანეთში ნატოს სამშვიდობო მისიაში მონაწილე სამხედროა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG