Accessibility links

კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევიდან 3 უცხოეთიდანაა შემოტანილი, 2-ის წყარო კი დაუდგენელია


გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში დადასტურებული 5 ახალი შემთხვევიდან 3 შემთხვევა უცხოეთიდანაა შემოტანილი, ხოლო 2 დადასტურებულ შემთხვევაზე გრძელდება ეპიდემიოლოგიური კვლევა კონტაქტების მოძიებისა და წყაროს დადგენის მიზნით, - ეს ინფორმაცია ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ მიაწოდა. მისი თქმით, 3 იმპორტირებული შემთხვევიდან 2 სატვირთო ავტომანქანის მძღოლია.

მარინა ეზუგბაიას თანახმად, დღეს არსებული მდგომარეობით ქვეყნის მასშტაბით კოვიდ ცენტრებში სულ 246 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს, მათგან 42 თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კოვიდინფიცირებული პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა, მარინა ეზუგბაიას თქმით, საშუალო და საშუალოზე მსუბუქი სიმძიმისაა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურდა კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა, რაც 17 ივლისის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 1160-მდე გაიზარდა.კორონავირუსისგან განიკურნა კიდევ 6 პაციენტი. სულ გამოჯანმრთელებულია 935.

საქართველოში COVID-19-ით გარდაცვლილია 17 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG