Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი რურუას ადვოკატი განაჩენს გაასაჩივრებს


გიორგი რურუას ადვოკატი, ლევან სამუშია ამბობს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ. ამის შესახებ მან განაჩენის გამოცხადების შემდეგ განცხადა.

"ეს არის კლასიკური მაგალითი, თუ როგორ უნდა ამყოფო ადამიანი უკანონო პატიმრობაში... ეს გასაჩივრდება ფორმალურად და იმედი გვაქვს, რომ ქვეყანაში იქნება სამართლიანი სასამართლო", - თქვა მან.

გიორგი რურუას პატიმრობა 3 მუხლით შეეფარდა. მათ შორის ყველაზე მძიმე სასჯელი 4-წლიანი პატიმრობა იყო, რომელმაც შედარებით მსუბუქი სასჯელი შთანთქა.

სასჯელი შეეფარდა სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით:

  • იარაღის შეძენა-შენახვა (სსსკ 236-ე მუხლის მე-3 ნაწილი) - 3 წელი;
  • იარაღის ტარება (სსსკ 236-ე მუხლის მე-4 ნაწილი) - 4 წელი;
  • სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობა (სსსკ 381-ე მუხლის პირველი ნაწილი) - 6 თვე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG