Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უგულავა: ეს სასამართლო მონსტრების კორპორაციაა, განაჩენი რურუას დაკავებისთანავე იყო ცნობილი


"ევროპული საქართველოს" ლიდერი, გიგი უგულავა სასამართლო სისტემას "მონსტრების კორპორაციას" უწოდებს. ეს კომენტარი მან თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობასთან, გიორგი რურუას განაჩენის გამოცხადების შემდეგ გააკეთა.

"ეს განაჩენი, რომელიც დღეს ჩვენ ამ ჭილობში გამოწყობილი მოსამართლისგან მოვისმინეთ მოვისმინეთ, 18 ნოემბერსვე იყო ცნობილი, როდესაც გიორგი რურუა უკანონოდ დააპატიმრეს. ამ თვალსაზრისით, სამწუხაროდ, სიახლე არ არის. ეს სასამართლო არის მონსტრების კორპორაცია", - თქვა მან.

მისი თქმით, ამ გადაწყვეყტილების შემდეგ აღარაა გასაკვირი, რომ უნდობლობა არსებობს მართლმსაჯულების მიმართ.

სასმართლომ გიორგი რურუას 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა და იარაღის შეძენა-შენახვა-ტარების ნაწილში დამნაშავედ ცნო. რურუას ადვოკატები საქმის გასაჩივრებას აპირებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG