Accessibility links

IDFI: ყველაზე დახურული დაწესებულებები იუსტიციის სამინისტრო და სახელმწიფო ხაზინა


ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) 2010 წლიდან ყოველწლიურად ახორციელებს საქართველოში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მონიტორინგს. საჯარო დაწესებულებებში გაგზავნილი მოთხოვნების რეაგირების მიხედვით გამოვლინდა, რომ სახელმწიფო სტრუქტურებში ყველაზე დახურული ინფორმაცია, რომელსაც რთულად გასცემენ შიდა აუდიტის ანგარიშები და ხელმძღვანელის მრჩეველის პოზიციაზე დასაქმებული პირების ბიოგრაფიული მონაცემები და მათთან გაფორმებული ხელშეკრულებებია, ყველაზე ხშირად კი მოთხოვნილ ინფორმაციას უპასუხოდ სახელმწიფო შპს-ები და ა(ს)იპები ტოვებენ.

IDFI-ის მიერ 2019 წელს 284 საჯარო დაწესებულებაში გაგზავნილი 6 240 საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის რეაგირების მიხედვით დგინდება, რომ მაგალითად სახალხო დამცველის აპარატი, სტატისტიკის ეროვნული სამსახური და სახელმწიფო ინსპექტორის აპარატი სრულყოფილად და 10 დღიანი ვადის დაცვით გასცემს ინფორმაციას, იუსტიციის სამინისტრო და სახელმწიფო ხაზინა კი ყველაზე დახურულ საჯარო დაწესებულებებს წარმოადგენს. 2019 წელს გაუარესებულია მთავრობის ადმინისტრაციის ღიაობის მაჩვენელი, გაუმჯობესდა ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროების მიერ ინფორმაციის გაცემის მაჩვენებელი.

2019 წელს არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გაგზავნილი მოთხოვრების ანალიზის და წინა წლების ანალოგიურ მონაცემებთან შედარებით, 2019 წელს საჯარო ინფორმაციის მოთხოვნებზე მიღებული პასუხების მაჩვენებელი (83%) ბოლო 5 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალია, შემცირებულია იმ ორგანიზაციების რიცხვიც, რომლებსაც წინა წელს ინფორმაციის ხელმისაწვდომობის 100%-იანი მაჩვენებელი ჰქონდათ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG