Accessibility links

გარემოვაჭრისგან ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს თბილისის მერიის თანამშრომელი


თბილისში ქრთამის აღების ფაქტზე დედაქალაქის მერიის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომელი დააკავეს, - ინფორმაციას ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აქვეყნებს.

გამოძიების მიხედვით, თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექციის დიდუბის რაიონის გარე ვაჭრობის ცვლის უფროსმა, მის სამოქმედო ტერიტორიაზე, გარე ვაჭრობის მფარველობისთვის მოქალაქეს ქრთამის სახით, ყოველთვიურად 1000 ლარის გადახდა მოსთხოვა და შესაბამისად, მიმდინარე წლის 29 ივლისს მოქალაქეს აღნიშნული თანხა გამოართვა.

გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით ითვალისწინებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG