Accessibility links

ეკატერინე ტიკარაძის თქმით, არ იგეგმება საბავშვო ბაღებსა და სკოლებში სწავლის დაწყების თარიღის შეცვლა


საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თანახმად, მომავალი სასწავლო წლის განახლების თარიღის შეცვლა არ იგეგმება. მინისტრის თქმით, საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული იქნება ეპიდემიოლოგიური ვითარების შესაბამისად:

„ამ ეტაპისთვის სწავლა სავარაუდოდ განახლდება მაშინ, როგორც ეს ზოგადად საქართველოში არის მიჩნეული. მნიშვნელოვანია, რომ განათლების სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს ჯანდაცვის სამინისტროსთან და ეს ყველაფერი იქნება დაკვირვების ფაზაში. იმის მიხედვით, თუ როგორ განვითარდება ეპიდსიტუაცია, ჩვენ ერთობლივად მივიღებთ გადაწყვეტილებას, როგორი ვითარებით და როგორი სისტემით განახლდება სკოლებსა და ბაღებში სწავლა“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

საქართველოში სწავლის განახლების თარიღი 15 სექტემბერია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG