Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა საქართველოს პრეზიდენტს გიორგი რურუას შეწყალებისკენ მოუწოდებს


ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა „მთავარი არხის“ მეწილისთვის, გიორგი რურუასთვის სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანის ფაქტს "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა. ევროპარლამენტარმა საქართველოს პრეზიდენტს გიორგი რურუას შეწყალებისკენ მოუწოდა:

„საქართველოს ბევრი მეგობარი მედიამფლობელ გიორგი რურუას დაკავებას და ახლა მისთვის პატიმრობის შეფარდებას პოლიტიკურად მიიჩნევს. მოვუწოდებ საქართველოს პრეზიდენტს გამოიყენოს თავისი უფლებამოსილება ისე, როგორც ეს 8 მარტის შეთანხმების სხვა ფიგურებთან მიმართებაში გამოიყენა. ეს არჩევნების წინ კლიმატს გააუმჯობესებდა““, - წერს ანა ფოტიგა.

დღეს, 30 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ „მთავარი არხის“ მეწილე გიორგი რურუა დამნაშავედ ცნო იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებაში და 4 წლით პატიმრობა მიუსაჯა. რურუა თავს დამნაშავედ არ ცნობს, დაკავებას პოლიტიკურ აქტიურობას უკავშირებს და აცხადებს, რომ იარაღი პოლიციამ ჩაუდო. მისმა ადვოკატებმა სასამართლოს გადაწყვეტილებას პოლიტიკურად მოტივირებული უწოდეს და თქვეს, რომ დღევანდელ განაჩენს გაასაჩივრებენ.

გიორგი რურუა 2019 წლის ნოემბერში დააკავეს. მას ოპოზიციური პარტიები პოლიტპატიმრად მიიჩნევენ და აცხადებენ, რომ რურუას გათავისუფლება იყო საარჩევნო საკითხებზე „ქართულ ოცნებასთან“ 8 მარტს მიღწეული შეთანხმების ნაწილი. ამას უარყოფენ მმართველ პარტიაში, ისევე, როგორც გიორგი რურუას პოლიტპატიმრობას.

ბოლო თვეებში საქართველოს ხელისუფლებას რურუას გათავისუფლებისკენ მოუწოდა აშშ-ის კონგრესის და ევროპარლამენტის არაერთმა წარმომადგენელმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG