Accessibility links

კონფლიქტის გამო წელს 100 000 ავღანელი იქცა იძულებით გადაადგილებულად


აშრაფ ღანი

გაეროს ანგარიშის თანახმად მიმდინარე წელს ავღანეთში მიმდინარე შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად სულ მცირე 100 000 ადამიანი იქცა იძულებით გადაადგილებულ პირად და ეს ციფრი, შესაძლოა, გაიზარდოს ბოლოდროინდელი ძალადობის ფონზე.

გაეროს ჰუმანიტარულ საქმეთა საკოორდინაციო ცენტრის (UNOCHA) 30 ივლისის ანგარიშის თანახმად ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ პროვინციაში, სამთავრობო ჯარებსა და თალიბანს შორის მიმდინარე სასტიკი ბრძოლების გამო, გასულ კვირაში საცხოვრებელი სახლები მიატოვა 10 000-მა ადამიანმა.

იმავე საფრთხის გამო კიდევ 600 ადამიანი იქცა ხიზნად ავღანეთის სამხრეთში.

აშშ-მა და თალიბანმა თებერვალში მიაღწიეს შეთანხმებას, რასაც, ჩანაფიქრის თანახმად, გზა უნდა გაეხსნა შიდა ავღანურ დიალოგისთვის და 18-წლიანი ომის მშვიდობიანად დასრულებისათვის.

მიუხედავად იმისა, რომ თალიბანი თავს იკავებს ნატოსა და აშშ-ის სამხედროებზე თავდასხმისაგან, ექსტრემისტები აგრძელებენ სასტიკი იერიშებს ავღანეთის უსაფრთხოების ძალებზე.

ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ 28 ივლისს განაცხადა, რომ აშშ-სა და თალიბანს შორის სამშვიდობო შეთანხმების შემდეგ ექსტრემისტების თავდასხმის შედეგად ქვეყნაში დაიღუპა სამთავრობო ჯარის 10 000-წევრი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG