Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა 9 წლით პატიმრობა მიუსაჯა ყოფილ ამერიკელ საზღვაო ფეხოსან, ტრევორ რიდს


მოსკოვის გოლოვინსკის სასამართლომ 30 ივლისს გამოსასწორებელ კოლონიაში 9 წლით პატიმრობა მიუსაჯა აშშ-ის ყოფილ საზღვაო ფეხოსან, ტრევორ რიდს, რომელიც მოსამართლემ დამნაშავედ სცნო პოლიციის ოფიცერზე თავდასხმაში.

მსჯავრდებული აცხადებს, რომ მომხდარი ინცინდენტის შესახებ მას თითქმის არაფერი ახსოვს.

ტეხასელი 29 წლის რიდი გასული წლის მაისში გაემგზავრა მოსკოვში, რათა შეესწავლა რუსული ენა და დრო გაეტარებინა თავის მეგობარ გოგოსთან, ალინა ჩიბულნიკთან ერთად.

19 აგვისტოს, რიდი და მისი მეგობარი გოგო იმყოფებოდნენ წვეულებაზე, რომელიც ლარისას კოლეგების მიერ იყო ორგანიზებული. ამის შემდეგ ტრევორ რიდს კონფლიქტი მოუვიდა სამართალდამცველებთან.

ყოფილი ამერიკელი ჯარისკაცი ამტკიცებს, რომ არ ახსოვს, თუ რა მოხდა სუფრის შემდეგ, რადგან მან დიდი რაოდენობით არაყი დალია.

27 ივლისის სასამართლო სხდომის დროს, ტრევორ რიდმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ იზოლატორში ყოფნის დროს 20 კილო დაკარგა და ძალიან არის დასუსტებული.

ალისა ჩიბულნიკი აცხადებს, რომ სამართლადმცველებმა სპეციალური ინტერესი გამოიჩინეს რიდის მიმართ მისი წარმომავლობის გამო.

„ბოლოსდაბოლოს ის ამერიკელი, ხოლო ჩვენი ახლა უცნაური ურთიერთობა გვაქვს ამერიკასთან“, - უთხრა ჩიბულნიკმა რადიო თავისუფლებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG