Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირგიზეთში კორონავირუსით გარდაცვლილებს გლოვობენ. ყაზახეთში სავალდებულო გახდა პირბადეების ტარება


სამგლოვიარო ლოცვა ატა-ბეითში
სამგლოვიარო ლოცვა ატა-ბეითში

ყირგიზეთში 30 ივლისს მთელი ქვეყნის მასშტაბით გლოვობენ კორონავირუსით გარდაცვლილებს.

შესაბამისი განკარგულება ყირგიზეთის პრეზიდენტმა, სოორონბაი ჟეენბეკოვმა, 27 ივლისს გამოსცა მას შემდეგ, რაც ქვეყანაში სწრაფად იზრდება ვირუსით დაავადებულთა და გარდაცვალებულთა რაოდენობა.

სახელმწიფო დაწესებულებების, ასევე საზღვარგარეთ ყირგიზეთის საელჩოების თავზე დაშვებულია სახელმწიფო დროშები.

ქვეყნის პრეზიდენტი, სოორონბაი ჟეენბეკოვი და ხელისუფლების წარმომადგენლები გარდაცვალებულთა ხსოვნისადმი პატივის მისაგებად 30 ივლისს მემორიალურ კომპლექს ატა-ბეითში, მასობრივ ლოცვას დაესწრნენ.

ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 30 ივლისის მდგომარეობით ყირგიზეთში 35 143-მდე გაიზარდა კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა; აქედან 24 774-ი ავადმყოფი განიკურნა, 1 364 პაციენტი - გარდაიცვალა.

ცენტრალური აზიის ყველაზე დიდი ქვეყნის, ყაზახეთის ხელისუფლების განკარგულებით, 31 ივლისიდან ნიღბების ტარება სავალდებულო გახდება სავაჭრო ობიექტებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და ნებისმიერ დაწესებულებაში ყოფნის დროს.

30 ივლისის მდგომარეობით, ყაზახეთში ეპიდემიის განმავლობაში კორონავირუსით დაავადდა 87 664 ადამიანი, 793 პაციენტი - გარდაიცვალა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG