Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ემპათიამ" ომბუდსმენის აპარატს მათსა და ადვოკატზე შესაძლო ზეწოლის ფაქტები გააცნო


სახალხო დამცველის პირველმა მოადგილემ, გიორგი ბურჯანაძემ შესაძლო მუქარისა და ზეწოლის საქმეზე ცენტრ "ემპათიას" ხელმძღვანელს, ექსპერტსა და თამარ ბაჩალიაშვილის ადვოკატს, მიხეილ რამიშვილს მოუსმინა. შეხვედრა დღეს, 30 ივლისს გაიმართა.

"გარკვეული მტკიცებულებებიც გავაცანით, შევთანხმდით სამომავლო ურთიერთანამაშრომლობაზეც. რა თქმა უნდა, სახალხო დამცველი თავისი უფლებამოსილების ფარგლებში მოახდენს რეაგირებას", - განაცხადა მარიამ ჯიშკარიანმა", - განაცხადა "ემპათიას" დამფუძნებელმა, მარიამ ჯიშკარიანმა.

ორგანიზაციის იურისტმა შესაძლო ძალადობისა და მუქარის შესახებ 28 ივლისს ისაუბრა. მანვე აღნიშნა, რომ ორგანიზაციის ხელმძღვანელი პროსახელისუფლებო ექსპერტისა და ბოტებისა და ტროლების შეტევის სამიზნე გახდა.

"აღნიშნული ზეწოლა გულისხმობს უკანონო თვალთვალს, სატელეფონო ზარებსა და სოციალურ ქსელში ორგანიზებულ შეტევებს", - აღნიშნავდა იურისტი.

ცენტრის იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელი, გიორგი ლემონჯავა საზოგადოებას ახსენებს, რომ "ემპათიაც" და გიორგი რამიშვილიც ჩართულები არიან არაერთ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეში, რომელთაგან ცენტრისთვის უახლესია გიორგი შაქარაშვილისა და თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეები, ასევე ცენტრი სწავლობს 2019 წლის 20-21 ივნისის აქციაზე სამართალდამცველების მიერ გამოყენებული საშუალებების კანონიერების საკითხს, მიხეილ რამიშვილის სახელი კი, თამარ ბაჩალიაშვილის საქმემდე დაკავშირებული იყო დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმესთან. ადვოკატი ამბობს, რომ ზეწოლა და ცრუ ინფორმაციის ნაკადი მის წინააღმდეგ, დეკანოზის საქმეზე მუშაობის დროსაც მიმდინარეობდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG