Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დონალდ ტრამპმა წამოჭრა პრეზიდენტის არჩევნების გადავადების საკითხი


აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრმპმა წამოჭრა 3 ნოემბრისათვის დანიშნული საპრეზიდენტო არჩევნების გადავადების საკითხი, მიუხედავად იმისა, რომ არჩევნების თარიღი ქვეყნის კონსტიტუციით არის განსაზღვრული.

ტვიტერში გამოქვეყნებულ მოსაზრებაში, დონალდ ტრამპი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს საყოველთაო კენჭისყრას „ფოსტის საშუალებით“ და მიიჩნევს, რომ დისტანციური კენჭისყრის გამო 2020 წლის არჩევნები, შესაძლოა, გახდეს ყველაზე „არაზუსტი და გაყალბებული“ ქვეყნის ისტორიაში.

„ეს იქნება დიდი სირცხვილი აშშ-ისთვის. ხომ არ გადავდოთ არჩევნები იმ დროისათვის, როდესაც ადამიანები ხმის მიცემას შეძლებენ წესების დაცვით, საიმედოდ და უსაფრთხოდ?“, - კითხულობს დონალდ ტრამპი.

კორონავირუსის პანდემიის გამო, რამდენიმე შტატმა გაამარტივა დისტანციური კენჭისყრის პროცედურა შიდა პარტიული არჩევნების დროს. დონალდ ტრამპი ამ გადაწყვეტილებას აკრიტიკებს და მიიჩნევს, რომ ეს გზას უხსნის ფართომასშტაბიან ფალსიფიკაციას.

სააგენტო "როიტერის" თანახმად, დემოკრატებმა და მათმა სავარაუდო ერთიანმა კანდიდატმა, ჯო ბაიდენმა, უკვე დაიწყეს სამზადისი არჩევნებზე ხმების დასაცავად რადგან შიშობენ, რომ დონალდ ტრამპი შეეცდება, ჩაერიოს 3 ნოემბრის არჩევნებში.

დონალდ ტრამპის მოსაზრებაზე თეთრ სახლს კომენტარი არ გაუკეთებია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG