Accessibility links

ბელარუსში მსგავს დანაშაულში არიან ეჭვმიტანილი „ვაგნერის“ მებრძოლები, ციხანოვსკი და სტატკევიჩი


ბელარუსში დაკავებულ რუსეთის მოქალაქეებს და ორ ბელარუს აქტივისტს - ბლოგერ სერგი ციხანოვსკისა და ოპიზიციონერ პოლიტიკოსს, ნიკოლაი სტატკევიჩს, - ერთსა და იმავე სისხლის სამართლის დანაშაულში, - მასობრივი არეულობის მომზადებაში, ედებათ ბრალი.

ამის თაობაზე ხუთშაბათს განაცხადა ბელარუსის საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარემ, იულია გონჩაროვამ.

უფრო ადრე, ბელარუსის უშიშროების საბჭოს მდივანმა ანდრეი რავკოვმა, ჟურალისტებს განუცხადა, რომ ოთხშაბათს დაკავებული 30-ზე მეტი რუსეთის მოქალაქის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე ტერაქტის მომზადების ბრალდებით.

მაგრამ საგამოძიებო კომიტეტის განცხადებაში ტერაქტზე არაფერი ნათქვამი.

რავკოვმა ასევე დაადასტურა ადგილობრივ მედიაში გავრცელებული ცნობები, რომ ქვეყანაში უცხოური კერძო სამხედრო კომპანიის 200-ზე მეტი მებრძოლი იქნა შეყვანილი საპრეზიდენტო არჩევნების წინ ვითარების დესტაბილიზაციისთვის.

ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკამ, წუხელ სასწრაფოდ მოიწვია უშიშროების საბჭო მას შემდეგ, რაც სამართალდამცველებმა წუხელ მინსკის მახლობლად დააკავეს „უცხოური კერძო სამხედრო კომპანიის 32 მებრძოლი“.

ყველა დაკავებულის ვინაობა ბელარუსის სახელმწიფო სააგენტო БЕЛТА-მ გამოაქვეყნა.

ცნობაში მითითებულია, რომ „წინასაარჩევნო კამპანიის დროს სიტუაციის დესტაბილიზაციის“ მიზნით ბელარუსში 24-25 ივლისს ჩავიდა, მთლიანობაში, მებრძოლთა („ბოევიკთა“) 200-კაციანი ჯგუფი.

ჯგუფი მინსკის ერთ-ერთ სასტუმროში დასახლებულა, რომელიც თავდაპირველად 25 ივლისს უნდა დაეტოვებინა, მაგრამ ჯგუფმა სასტუმრო მხოლოდ 17 ივლისს დატოვა და დაბინავდა მინსკის ერთ-ერთ სანატორიუმში. სწორედ აღნიშნული სანატორიუმის ტერიტორიაზე დააკავა ბელარუსის სპეცდანიშნულების ნაწილმა სავარაუდო რუსი დაქირავებული მებრძოლები.

კრემლმა 30 ივლისს პირველად გააკეთა კომენტარი ბელარუსში რუსეთის მოქალაქეების სკანდალური დაკავების ფაქტზე.

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა, ხუთშაბათს ჟურნალისტებს უთხრა, რომ კრემლი ჯერჯრეობით არ ფლობს ამომწურავ ინფორმაციას მომხდარის შესახებ და იმედოვნებს, რომ ოფიციალური არხების საშუალებით ყველაფერს „ნათელი მოეფინება“.

ამასთან პესკოვმა უარყო იმის შესაძლებლობა, რომ ვლადიმირ პუტინი მომხდართან დაკავშირებით ალექსანდრ ლუკაშენკას დაურეკავს.

ბელარუსში ოთხშაბათს დაკავებული 30-ზე მეტი რუსეთის მოქალაქის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე ტერაქტის მომზადების ბრალდებით.

პესკოვის თანახმად, კრემლში იციან, რომ დაკავებულია 33 რუსეთის მოქალაქე, ხოლო „200-ძებნაში იმყოფება. ამასთან ინფრომაცია მათი კანონსაწინააღმდეგო საქმიანობის შესახებ რუსეთის მხარისთვის უცნობია

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG