Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მინსკში უამრავი ადამიანი შეიკრიბა სვეტლანა ციხანოვსკაის წინასაარჩევნო შეხვედრაზე


მინსკში, ხალხთა მეგობრობის პარკში მიმდინარეობს ოპოზიციის კანდიდატის, სვეტლანა ციხანოვსკაიას, მხარდამჭერი წინასარჩევნო შეხვედრა-კონცერტი.

ციხანოვსკაია ერთადერთი ოპოზიციონერი კანდიდატია, რომელიც საარჩევნო კომისიამ რეგისტრაციაში გაატარა 9 აგვისტოს დანიშნული პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად.

აქციის ორგანიზატორთა თქმით, ხალხთა მეგობრობის პარკში შეკრებილია სულ მცირე 25 ათასი ადამიანი და ხალხის ნაკადი არ წყდება.

აქციაზე სიტყვით გამოვა სვეტლანა ციხანოვსკაია.

სცენაზე ერთმანეთს ენაცვლებიან პოლიტიკოსები და არტისტები. მიუხედავად იმისა, რომ ამ დღეებში ინტერნეტი ბელარუსში დიდი შეფერხებით მუშაობს, აქციას პირდაპირ ეთერში უჩვენებს რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახური.

აქცია სანქცირებულია. პოლიცია მის მსვლელობაში არ ერევა და მხოლოდ პარკის შესასვლელებთან აღმართულ უსაფრთხოების მეტალოდეტექტორებთან იცავს წესრიგს.

მანამდე, 27 ივლისს, მინსკში გაიმართა სვეტლანა ციხანოვსკაიას მხარდამჭერი მსვლელობა, რომელშიც სულ მცირე 10 ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG