Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული 6 არასრულწლოვნის სასამართლო გაიმართება - რა არ უნდა გამოგრჩეს 31 ივლისს 


"თუკი ვიტყვით, რომ მტკიცებულებები არ არის, მაშ, გავუშვათ სახლში ბრალდებულები"

19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება სამ ნაწილად მიმდინარეობს: სრულწლოვანი ბრალდებულების საქმე, არასრულწლოვანი ბრალდებულების საქმე და 109-ე მუხლით, დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ ჯგუფურად მკვლელობის მუხლით.

ეს უკანასკნელი მუხლი ყველაზე მძიმეა, თუმცა ის ჯერ არც ერთი ბრალდებულს არ აქვს წარდგენილი. თუკი 22-ტომიანი საქმის სხვა დეტალები მედიისა და საზოგადოების ყურადღების ცენტრში იყო მოქცეული, 109-ე მუხლით მიმდინარე გამოძიების მასალები ბრალდებულთა ადვოკატებისთვის და მედიისთვის მიუწვდომელია.

იცნობს თუ არა განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარე გამოძიების მასალებს გიორგი შაქარაშვილის ბიძა და ოჯახის ადვოკატი, მირიან ნიკოლაძე? ამ კითხვაზე რადიო თავისუფლების ჟურნალისტის ნინო თარხნიშვილის შეკითხვას მან ირიბად უპასუხა. მირიან ნიკოლაძემ თქვა, რომ ვერაფერს იტყვის ამასთან დაკავშირებით და რომ ყველას მოცდა მოუწევს მანამდე, სანამ 109-ე მუხლი ბრალდებულებს არ წარედგინებათ.

ინტერვიუ ვრცლად წაიკითხე აქ.

დღეს შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული 6 არასრულწლოვნის წინასასამართლო სხდომა გაიმართება

დღეს მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 6 ბრალდებულის წინასასამართლო სხდომა გაიმართება. ექვსივე ბრალდებული არასრულწლოვანია.

ნ.ც.-ს, ლ.შ.-ს, ნ.ქ.-ს, გ.მ.-ს, ა.ქ.-სა და ზ.ხ.-ს გამოძიება ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ძალადობაში მონაწილეობასა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას ედავება. თუმცა, ბრალდების მხარე განმარტავს, რომ არ არის გამორიცხული, გამოძიების დროს აღმოჩენილი მტკიცებულებების საფუძველზე მათ ახალი ბრალდება წარედგინოთ - დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობა.

ადვოკატები სხვადასხვა შუამდგომლობის დაყენებას აპირებენ. მათ შორის, მტკიცებულებების დასაშვებობასთან დაკავშირებით და ასევე აღკვეთის ღონისძიების შეცვლისა და ბრალდების მხარის მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობის თაობაზე.

წაიკითხე მეტი.

"ემპათიამ" ომბუდსმენის აპარატს მათსა და ადვოკატზე შესაძლო ზეწოლის ფაქტები გააცნო

სახალხო დამცველის პირველმა მოადგილემ, გიორგი ბურჯანაძემ შესაძლო მუქარისა და ზეწოლის საქმეზე ცენტრ „ემპათიის" ხელმძღვანელს, ექსპერტსა და თამარ ბაჩალიაშვილის ადვოკატს, მიხეილ რამიშვილს მოუსმინა.

„გარკვეული მტკიცებულებებიც გავაცანით, შევთანხმდით სამომავლო ურთიერთთანამშრომლობაზეც. რა თქმა უნდა, სახალხო დამცველი თავისი უფლებამოსილების ფარგლებში მოახდენს რეაგირებას“, - განაცხადა „ემპათიის" დამფუძნებელმა, მარიამ ჯიშკარიანმა.

რამიშვილი და ჯიშკარიანი ამბობენ, რომ მათ უთვალთვალებენ, ურეკავენ და სოციალურ ქსელებში მათზე ორგანიზებულ შეტევას ახორციელებენ.

წაიკითხე მეტი.

კონგრესმენები: საქართველოს ხელისუფლება ავიწროებს აშშ-ის ბიზნესს

მიმდინარე კვირაში აშშ-ის კონგრესის წარმოადგენელთა პალატის ექვსმა წევრმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მაიკ პომპეოს გაუგზავნა წერილი, რომელშიც ისინი შეშფოთებას გამოთქვამენ საქართველოში არსებული ვითარების გამო.

„მოგმართავთ, რათა კვლავ გამოვხატოთ ჩვენი შეშფოთება საქართველოში დემოკრატული მმართველობის დაღმასვლისა და პოტენციური კორუფციის გამო“, - წერენ კონგრესმენები.

წერილის ავტორთა თქმით, სახელმწიფო მდივნის კოლეგებთან საუბრის შემდეგ ისინი დარწმუნდნენ, რომ „სახელმწიფო დეპარტამენტი ყოველ ღონეს ხმარობს, რათა თვალყური ადევნოს მდგომარეობის სულ უფრო გაუარესებას კერძო სექტორში ინვესტიციების სფეროში, განსაკუთრებით აშშ-ის კომპანიებისთვის, და დემოკრატიული რეფორმების გაგრძელებისა და ნატოს წევრობისკენ სწრაფვის თაობაზე საქართველოს მთავრობის მიერ ნაკისრ ვალდებულებებთან დაკავშირებით“.

წაიკითხე მეტი.

რუსთავის ტყე-პარკში ცხოველებისთვის განკუთვნილი ვოლიერები გასული საუკუნის ბოლოს აშენდა, მაგრამ ცხოველები მალევე შიმშილისგან დაეხოცათ და ვოლიერები დაცარიელდა. 10 ხელოვანი 168 საათის განმავლობაში ცარიელ ვოლიერებში ცხოვრებს. შარშან მათი რაოდენობა 5 იყო. წელს რუსთაველ მხატვრებს შეუერთდნენ თბილისელი და თელაველი მხატვრები. ვოლიერებში ქმნიან, ვოლიერებში სძინავთ.


არჩევანში თავისუფლები არიან, ზოგი დიდ ტილოზე ხატავს, ზოგი პატარაზე, ერთი, ფრანგი ამინა შერიფი კი, ჯართისგან კოსმოსური ხომალდის შექმნას აპირებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG