Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირმა ჰაკერული თავდასხმისათვის სანქციები დაუწესა რუსეთის 4 მოქალაქეს


ევროკავშირმა სანქციები დაუწესა რუსეთის ოთხ მოქალაქეს, რომლებიც ეჭვმიტანილი არიან ევროკავშირის ინსტიტუტებზე თავდასხმაში. შეზღუდვების ქვეშ აღმოჩნდნენ ალექსეი მინინი, ალექსეი მორონეცი, ევგენი სერებრიაკოვი და ოლეგ სოტნიკოვი.

ამას გარდა სანქცირებულთა სიაში მოხვდა რუსეთის სამხედრო დაზვერვის (ГРУ) სპეციალური ტექნოლოგიების ცენტრი.

ევროკავშირის ცნობით, რუსები (ГРУ) სამხერდო დაზვერვის თანამშრომლები არიან. ისინი ვირუსების WannaCry-სა და NotPetya-ის საშუალებით ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციაზე ჰაკერულ თავდასხმაში არიან ეჭვმიტანილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG