Accessibility links

ცეცხლის შეწყვეტის მიუხედავად ავღანეთში თავდასხმის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა


ავღანეთის ხელისუფლების ცნობით სულ მცირე 8 კაცი დაიღუპა და ათობით დაიჭრა 30 ივლისს აღმოსავლეთ ლუგარის პროვინციაში განხორციელებული თავდასხმის შედეგად, მუსლიმებისათვის წმიდა ყურბან-ბაირამის (იდ ალ-აჰდი) დღესასწაულთან დაკავშირებული, სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის მიუხედავად.

სავარაუდოდ დანაღმული მანქანა პროვინციის დედაქალაქ პოლ-ე-ალამის ცენტრალურ, თავისუფლების მოედანზე, აფეთქდა იმ დროს, როდესაც უამრავი ადამიანი იყო შეკრებილ დღესასწაულის აღსანიშნავად.

ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ყველა დაღუპული სამოქალაქო პირია, მათ შორის უმარვლესობა ქალები და ბავშვები არიან.

მაგრამ პროვინციის პოლიციის წამომადგენლის ცნობით, აფეთქების სამინზე იყო უსაფრთხოების ძალების საგუშაგო და დაღუპულთა შორის სამხედროებიც არიან.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არავის აუღია.

თალიბანმა განაცხადა, რომ არ აქვს კავშირი ამ თავდასხმასთან.

სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტა ავღანეთში ძალაში შევა 31 ივლისიდან, მუსლიმანთა წმინდა დღესასწაულის, ყურბან-ბაირამის (იდ ალ-აჰდი) დაწყებასთან დაკავშირებით.

აშშ მიესალმება სამდღიან ცეცხლის შეწყვეტას ავღანეთში, რომლის თაობაზეც შეთანხმებას მიაღწიეს დაჯგუფება თალიბანმა და ავღანეთის ხელისუფლებამ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG