Accessibility links

მინსკში დასრულდა სვეტლანა ციხანოვსკაიას მხარდამჭერი მრავალრიცხოვანი აქცია


მინსკში გვიანობამდე გაგრძელდა ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის, სველანა ციხანოვსკაიას მხარდამჭერი მიტინგი-კონცერტი, რომელშიც, ორგანიზატორთა ინფორმაციით, სულ მცირე 60 000 კაცი მონაწილეობდა.

რადიო თავისუფლება აქციიდან პირდაპირ ტრანსლირებას ახორციელებდა.

ხალხთა მეგობრობის პარკში გამართული შეხვედრა-კონცერტი შეთანხმებული იყო ხელისუფლებასთან.

სვეტლანა ციხანოვსკაიმ განაცხადა, რომ ბელარუსებს სწადიათ ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლილება. „არ წახვიდეთ თქვენი სინდისის წინააღმდეგ, ნუ წახვალთ საკუთარი ხალხის წინააღმდეგ“, -მოუწოდა ციხანოვსკაიამ ხელისუფლებას.

სვეტლანა ციხანოვსკაია არჩევნებში მეუღლის, სერგეი ციხანოვკსის ნაცვლად მონაწილეობს, რომელიც ამჟამად საგამოძიებო იზოლატორში იმყოფება.

გამოძიების ვერსიით, ბლოგერი ხმამაღლა გამოხატავდა უკმაყოფილებას ხელისუფლების წინააღმდეგ და გაჰყვიროდა: „შეაჩერე ტარაკანა“ და „გაუმარჯოს ბელარუსს“.

სერგეი ციხანოვსკი ბრალს არ აღიარებს.

მანამდე, პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისთვის, ბლოგერი 15 დღით უკვე იმყოფებოდა პატიმრობაში. სულ საპრეზიდენტო კამპანიის განმავლობაში ბელარუსში დააკავეს 400 ადამიანი.

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკა აცხადებს, რომ პოლიტიკურ ოპონენტებს სურთ არიონ ვითარება ქვეყნის შიგნით და „იერიში მიიტანონ მოქმედი ხელისუფლების წინააღმდეგ“.

აშშ და ევროკავშირი მინსკს მოუწოდებენ, გაათავისუფლოს ყველა დაპატიმრებული და შეწყვიტოს პოლიტიკური რეპრესიები. საპრეზიდენტო არჩევნები ბელარუსში 9 აგვისტოს გაიმართება. ალექსანდრ ლუკაშენკა, რომელიც ქვეყანას 1994 წლიდან უდგას სათავეში, მეექვსე ვადით იყრის კენჭს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG