Accessibility links

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევაა


რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში 81-მდე გაიზარდა კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რიცხვი.

დე ფაქტო ხელისუფლებამ 30 ივლისს, საღამოს დაადასტურა 10 ახალი შემთხვევა. ე.წ. ოპერატიული შტაბი ახალი პაციენტების ინფიცირების წყაროს შესახებ არაფერს იუწყება.

აფხაზეთში COVID-19-ით გარდაცვლილია 2 ადამიანი.

საქართველოს მეორე ოკუპირებული რეგიონის, ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მთავრობას ამ დროისთვის დადასტურებული აქვს კორონავირუსის 89 შემთხვევა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG