Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

2020 წლის იანვარ-ივნისში ეკონომიკა 5,8%-ით შემცირდა - წინასწარი მონაცემები


წელს, პირველი 6 თვის განმავლობაში საქართველოში ეკონომიკა 5,8 პროცენტით შემცირდა. მონაცემები საქსტატმა დათვალა.

ივნისში, წინა წილის ივნისთან შედარებით, მშპ 7,7 პროცენტით შემცირდა.

"2020 წლის ივნისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, კლების ტენდენცია გამოვლინდა თითქმის ყველა სექტორში, სამთომოპოვებითი მრეწველობის, ასევე წყალმომარაგების, კანალიზაციის და ნარჩენების მართვის საქმიანობების გარდა, სადაც ზრდის ტენდენცია დაფიქსირდა", - ვკითხულობთ საქსტატის პრესრელიზში.

კორონავირუსის პირობებში შექმნილი ანტიკრიზისული ბიუჯეტის პარამეტრებით, 2020 წელს საქართველოს ეკონომიკა 4 პროცენტით შემცირდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG