Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში ძალაში შევიდა სამდღიანი ცეცლის შეწყვეტა მთავრობასა და თალიბანს შორის


აფეთქების დროს დაჭრილის ევაკუაცია ლოგარის პროვინციაში
აფეთქების დროს დაჭრილის ევაკუაცია ლოგარის პროვინციაში

31 ივლისიდან ავღანეთში ძალაში შევიდა მუსლიმთა წმინდა დღესასწაულ ყურბან-ბაირამთან (იდ ალ-აჰდი) დაკავშიებული სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი, რომელზეც 29 ივლისს მოილაპარაკეს ავღანეთის მთავრობამ და თალიბანმა.

ამ შეთანხმებამ გააჩინა მოლოდინი, მომდევნო კვირაში შიდა ავღანური სამშვიდობო დიალოგის განახლების შესახებ.

მაგრამ გამოცხადებულ მოკლევადიან ცეცხლის შეწყვეტამდე რამდენიმე საათით ადრე, 30 ივლისს, სულ მცირე 9 კაცი დაიღუპა და ათობით დაიჭრა 30 ივლისს აღმოსავლეთ ლოგარის პროვინციაში განხორციელებული თავდასხმის შედეგად.

დანაღმული მანქანა პროვინციის დედაქალაქ პოლ-ე-ალამის ცენტრალურ, თავისუფლების მოედანზე, აფეთქდა იმ დროს, როდესაც უამრავი ადამიანი იკრიბებოდა მოახლოებული დღესასწაულის აღსანიშნავად.

ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაღუპულთა უმრავლესობა მოქალაქეები არიან. მაგრამ რამდენიმე ცნობაში ნათქვამია, რომ დაღუპულთა რადენობა სულ მცირე 18-ს უდრის.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არავის აუღია.

ამ ფონზე აშშ-ის წარმომადგენელი ავღანეთის საკითხებში, ეჩი ზალმაი ხალილზადი, ცდილობს სული შთაბეროს სამშვიდობო მოლაპარაკებას ავღანეთის მთავრობასა და თალიბანს შორის ავღანეთში მიმდინარე 18 წლიანი სამოქალაქო ომის დასამთავრებლად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG