Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

4 აგვისტომდე წყალმოვარდნები და მეწყერული პროცესების განვითარებაა მოსალოდნელი


ფოტო არქივიდან: 2018 წლის 11 აგვისტო, ლაგოდეხი
ფოტო არქივიდან: 2018 წლის 11 აგვისტო, ლაგოდეხი

პირველი აგვისტოს დღის მეორე ნახევრიდან 4 აგვისტომდე საქართველოში უხვი ნალექის გამო მოსალოდნელია მდინარეების დონის მატება, პატარა და მშრალ ხევებში კი წყალმოვარდნები. უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზსს გარემოს ეროვნული სააგენტო აქვეყნებს.

"საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია აღინიშნოს ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება და ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა", - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

აქვე ვკითხულობთ, რომ უხვი ნალექის გამო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება მოსალოდნელია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG