Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკელმა კანონმდებლებმა მალევე უარყვეს ტრამპის მოსაზრება არჩევნების შესაძლო გადავადების თაობაზე


მიჩ მაკკონელი
მიჩ მაკკონელი

აშშ-ის კონგრესის როგორც რესპუბლიკელმა, ისე დემოკრატმა კანონმდებლებმა მალევე უარყვეს აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ წამოჭრილი იდეა 3 ნოემბრის პრეზიდენტის არჩევნების მოგვიანებით ჩატარების თაობაზე.

39 ივლისს ტვიტერში გამოქვეყნებულ მოსაზრებაში, დონალდ ტრამპი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს საყოველთაო კენჭისყრას „ფოსტის საშუალებით“ და მიიჩნევს, რომ დისტანციური კენჭისყრის გამო 2020 წლის არჩევნები, შესაძლოა, გახდეს ყველაზე „არაზუსტი და გაყალბებული“ ქვეყნის ისტორიაში.

მრავალმა რესპუბლიკელმა კანონმდებელმა, მათ შორის, სენატის უმრავლესობის ლიდერმა, მიჩ მაკკონელმა (კენტუკიდან), ხაზგასმით განაცხადა, რომ აშშ-ის ისტორიაში არასოდეს ყოფილა შემთხვევა, რომ ფედერალური არჩევნები თავის დროზე არ გამართულიყო.

წარმომადგენელთა პალატაში უსაფრთხოების კონტროლის კომიტეტის თავმჯდომარემ, დემოკრატმა ზოუ ლაფგრინმა, ასევე კატეგორიულად უარყო არჩევნების გადავადების იდეა.

მოგვიანებით, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ არ სურს არჩევნების გადადება, მაგრამ არც ის უნდა, რომ თვეები დასჭირდეს იმის დადგენას, რომ ბიულეტენები დაიკარგა და „არჩევნები არაფერს ნიშნავს“.

კორონავირუსის პანდემიის გამო კენჭისყრა ფოსტის საშუალებით ფართოდ განიხილება აშშ-ში.

უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, ზოგიერთ შტატს სურს, რომ ეს მეთოდი კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG