Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულის ადვოკატის თქმით, არასრულწლოვნებს პატიმრობაში დატოვებენ


19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული ზ.ხ.-ს ადვოკატი, გიორგი გელხაური ფიქრობს, რომ მოსამართლე 6-ვე არასრულწლოვანს პატიმრობაში დატოვებს. ამის შესახებ მან სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

"როგორც მოგეხსენებათ, ეს ის მოსამართლე, რომელმაც პირველივე ეტაპზე 17-ვე პირს პატიმრობა შეუფარდა და მოლოდინი იმის, რომ რაღაც არსებითად შეიცვლება, ამის მოლოდინი არ მაქვს", - თქვა მან.

მანვე აღნიშნა, რომ დღეს ისინი არაერთ შუამდგომლობას დააყენებენ, მათ შორის, აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის შეცვლის შესახებ.

დღეს მცხეთის რაიონული სასამართლო შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 6 არასრულწლოვნის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე კიდევ ერთხელ იმსჯელებს. რამდენიმე დღის წინ ამ საქმეზე დაკავებულ კიდევ 11 პირი მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG