Accessibility links

ხამენეი უარყოფს აშშ-თან ბირთვული და სარაკეტო პროგრამების მოლაპარაკების გამართვის შესაძლებლობას


აიათოლა ალი ხამენეი

ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ, გადაჭრით უარყო აშშ-თან ბირთვული პროგრამისა და სარაკეტო შეიარაღების თაობაზე მოლაპარაკების გამართვის შესაძლებლობა და „ირანის მთავარი მტერი“ უწოდა აშშ-ს.

ირანის წინააღმდეგ გატარებული აშშ-ის უმკაცრესი ეკონომიკური სანქციები ჩვენი ეკონომიკის განადგურებისკენ არის მიმართული. მათი მიზანია, შეწყდეს ჩვენი სარაკეტო და ბირთვული პოტენციალის განვითარება და შეიზღუდოს ირანის გავლენა რეგიონში“, - განაცხადა 31 ივლისს ხამენეიმ სახელმწიფო ტელევიიზიით გამოსვლის დროს.

ვაშინგტონსა და თეირანს შორის ურთიერთობა უკიდურესად დაიძაბა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 2018 წელს აშშ გამოიყვანა 2015 წლის საერთაშორისო შეთანხმებიდან, რომლის თანახმად, სანქციების შერბილების სანაცვლოდ, ირანი ვალდებულობას კისრულობდა შეემცირებინა თავისი ბირთვული პროგრამა.

დონალდ ტრამპმა თავისი წინამორბედის, ბარაკ ობამას ადმინისტრაციის მიერ ხელმოწერილ შეთანხმებას „ისტორიაში ყველაზე უარესი“ გარიგება უწოდა. მალევე ვაშინგტონმა „მაქსიმალური ზეწოლის პოლიტიკის“ ფარგლებში, კვლავ აამოქმედა დამანგრეველი ეკონომიკური სანქციები ირანის წინააღმდეგ.

პასუხად ირანმა თანდათანობით დაიწყო ბირთვული შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების უგულებელყოფა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG