ნინო ბაციაშვილი საქართველოს ქალ მოჭადრაკეებს შორის გამარჯვებული მესამედ გახდა. 77-ე ჩემპიონატის ფინალი გუშინ, 30 ივლისს გაიმართა.
თბილისში, ვერის ბაღში მდებარე ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლემ ჩემპიონატს 20-30 ივლისს უმასპინძლა. მასში 10 მოჭადრაკე ქალი მონაწილეობდა. მათ შორის ბაციაშვილმა 7 ქულა მიიღო, მეორე და მესამე ადგილზე გასულმა მერი არაბიძემ და ბალა ხოტენაშვილმა კი - 6,5.
დაწერეთ კომენტარი